|
2020-12-04 00:57:32, 531 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ სიცრუეა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გოგონას გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება. "3 დეკემბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. 3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება. შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)