|
2020-12-03 18:38:18, 662 ნახვა
კომენტარი
ჟვანია ოპოზიციაზე - ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული
„ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული მანამ, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხის მიერ გამოხატული ხმები სწორად არის ასახული შემაჯამებელ ოქმში. „დღეს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული მანამ, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა. ეს ასე ვერ იქნება. ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც გადანაწილებულია 9 საარჩევნო სუბიექტზე. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, როდესაც ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა და ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე“, - განაცხადა ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)