12:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:51:04, 430 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - პაციენტების ნაკადების მართვა არაა მარტივი, თუმცა არც მძიმე პაციენტების კლინიკაში მოხვედრაა პრობლემა

ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა 538-ია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების ნაკადების მართვა არ არის მარტივი, თუმცა არც იმის პრობლემა არსებობს, რომ მძიმე პაციენტებმა კლინიკაში მოხვედრა ვერ შეძლონ.

„დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია 7 103 საწოლი, აქედან დატვირთული არის 6 329, დილის 9 საათის მდგომარეობით, აქედან შეფასების პროცესში არის 255 პაციენტი, ინტენსიურ საწოლზე არის 1 243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378 პაციენტს.

ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538. აქედან ყველაზე მეტად დატვირთლია თბილისის საწოლფონდი, ამდენად პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემა არ არის, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს. კლინიკები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics