|
2020-12-02 13:50:52, 848 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფონდი „ქართუს'' ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს. პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)