|
2020-12-02 13:45:32, 870 ნახვა
რეგიონი
ქედის მერი - მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა შედგა
„მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა - ,,მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში - 2020" შედგა“, - ამის შესახებ ქედის მერმა ლევან გორგილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქედის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო და წელს პირველად, დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმატებით განხორციელდა. „აღსანიშნავია, რომ ქედის მერიის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა თვითმმართველობის საქმიანობაში. სწორედ, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება ხელს უწყობს ინკლუზიურ დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციას, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს. უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო დოლოგნისა და დაბა ქედის მოსახლეობას მაღალი ჩართულობისთვის! გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას GIZ -ს მხარდაჭერისთვის და მერიის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს, რომელმაც მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, პროგრამის განხორციელება უზრუნველყო! 2021 წელს, აღნიშნული პროგრამა ფართო მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან ეს გახლავთ მოქალაქეთა შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში, თანამოქალაქეებს შესთავაზონ საკუთარი იდეები და კენჭისყრით თავად გადაწყვიტონ, რა პროექტი განხორციელდეს რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში“, - აცხადებს ლევან გორგილაძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)