|
2020-12-01 14:10:46, 616 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა 7 000-ზე მეტ სოციალურად მოწყვლად ოჯახს სასურსათო უზრუნველყოფის კალათებს გადასცემს
ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გეგმასთან ერთად აჭარაში ამოქმედდება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, თვითდასაქმებულების, ბიზნესის მხარდაჭერას. აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ბიზნესის ხელშეწყობაზე და მოქალაქეების დახმარებაზე. ,,შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც 7 000-ზე მეტ ოჯახს, ახალ წლამდე გადაეცემა სასურსათო უზრუნველყოფის კალათები. მოახლოებულია ახალი წელი და მნიშვნელოვანია, რომ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც არის გათვალისწინებული - იყოს მინიმალური და ეს ხარჯები მაქსიმალურად გადანაწილდეს მოქალაქეების როგორც სოციალურ, ასევე სამედიცინო მიმართულებებზე. ასევე მედიკამენტებთან მიმართებაში თვითმმართველობებს ვთხოვ მაქსიმალურ ჩართულობას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა მექანიზმი. ,,ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენს ღონისძიებებს, შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა მოიჯარეს, რომელსაც შესაბამისი მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, საქვეუწყებო დაწესებულებებთან, დამატებით 3 თვით გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან. მნიშვნელოვანია ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეების ბედი და ამ მიმართულებითაც როგორც პირველ ეტაპზე, ახლაც 3 თვით მოხდება გადასახადებისგან გათავისუფლება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)