|
2020-12-01 11:30:28, 606 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - მოვუწოდებ 20-კაციან ბანდას, არც პარტია და არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული არ ღირს თქვენს უსაქციელობად
მოვუწოდებ 20-კაციან ბანდას, რომ არც პარტია და არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული არ ღირს თქვენს უსაქციელობაზე, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციებს გამოეხმაურა. რიჟვაძე აქციის მონაწილეებს თავიანთი სახის შენარცუნებისაკენ მოუწოდებს. „არ მინდოდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან და რადგანაც გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელიც შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია და არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული არ ღირს თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდე ოჯახში შეშვება. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით მშობლები მათ შვილებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთები არ გაიზარდოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)