|
2020-11-30 22:37:12, 723 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ქვეყანა დაუმორჩილებლობის ტალღამ უნდა მოიცვას
პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მოსახლეობას რეგულაციების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სასწორის ორივე მხარეს ადამიანის სიცოცხლეა. „უნდა მოიცვას დაუმორჩილებლობის ტალღამ ქვეყანა, არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები - თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, მაგრამ ეს ადამიანებს არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)