|
2020-11-30 15:57:56, 781 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს შეხვდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFRA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ - ეკონომიკური რეაგირება COVID-19 -თან დაკავშირებულ გამოწვევებზე. პროექტი მიმდინარეობს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კასპშიც. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომელიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების, მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მარტოდ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს გადასცეს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ნათია ლოლაძეს და ლელა ბაქრაძეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მარტოხელების დახმარებისათვის, ასევე გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის. #COVID19წითელიჯვარიგაეროსმოსახლეობისფონდი
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)