|
2020-11-30 11:15:47, 712 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია კარტოგრაფებზე - არათუ დაკავება, არამედ ამ ადამიანებს მადლობა ეკუთვნის სახელმწიფოსგან
„არათუ დაკავება, არამედ ამ ადამიანებს მადლობა ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფოსგან“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ე.წ კარტოგრაფების საქმეს. ხოშტარიას თქმით, ერთადერთი მიზეზი რატომაც ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი არიან პატიმრობაში, ესა „ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო რაღაცა პოლიტიკური ბინძური თამაშები“. „კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. არ არსებობს არც ერთი ფაქტი რის გამოც არათუ დაკავება, არამედ ამ ადამიანებს მადლობა ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფოსგან. ერთადერთი მიზეზი რატომაც ისინი არიან მძევლებად, მე ასე დავარქმევდი მათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო რაღაცა პოლიტიკური ბინძური თამაშები. ყველას ვალია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რადგან რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნათ მძევლობიდან ეს ორი ადამიანი“, - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)