|
2020-11-29 18:10:50, 692 ნახვა
რეგიონი
ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება
ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა. ,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები. ყველა პროექტი რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანის'' მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ENPAღD-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ''ლიდერი"-ს ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)