|
2020-11-28 17:46:11, 742 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი რუსეთის განცხადებაზე - სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს
8 წლის განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ ქართული მხარე რუსეთისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რომლის შემდეგაც რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც რუსული მხარისგან ვიღებთ ინფორმაციას, თუ რას შეეხებოდა რეალურად ეს საუბარი და რაზე იყო მოლაპარაკებები. ტრადიციულად, 8 წლის განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევის რეჟიმში ისმენს საყვედურებს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სამწუხაროდ, ეს არის დღეს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის, რომ სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს რუსეთი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2019 წლის ზაფხულში ანტირუსული პროვოკაციები განიხილეს. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ შეხვედრაზე, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)