14:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 17:26:34, 696 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - აბაშიძე უბოდიშებს და აჩოტს აბარებს კარასინს, რაც ქართული სახელმწიფოს სირცხვილია

აბაშიძე უბოდიშებს და აჩოტს აბარებს კარასინს, რაც ქართული სახელმწიფოს სირცხვილია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი ქცევა სირცხვილია.

„ქართული სახელმწიფოს სირცხვილია. პრაქტიკულად უბოდიშებს და აჩოტს აბარებს კარასინს. ეუბნება, რომ ნაციონალისტურად განწყობილი ელემენტები ელიმინირებულია და ახლა რუსეთის მიმართ სიყვარულს არაფერი ემუქრება. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ამას აკეთებს შენი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი. მათი ჩამოყვანილია ის კარასინი, მათი დასმული იყო იქ. ამიტომ, ეს ფორმატი იმთავითვე მავნებლური იყო“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2019 წლის ზაფხულში ანტირუსული პროვოკაციები განიხილეს. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ შეხვედრაზე, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics