|
2020-11-28 15:27:32, 546 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარიას განცხადებით, აბაშიძემ კარასინთან ერთად დაგმო 20 ივნისის მოვლენები
აბაშიძემ კარასინთან ერთად დაგმო 20 ივნისის მოვლენები, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას. მისი თქმით, რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში. „აბაშიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელმა, კარასინთან ერთად, პრაქტიკულად დაგმო 20 ივნისის მოვლენები, გავრილოვის ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს თავზე დასმა, დაგმო როგორც ანტირუსული პროვოკაცია. რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ეს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში. სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს ყველა ერთად შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ რუსეთი ჩვენ სახელმწიფოს ვერ წაგვართმევს და გავრილოვი ვერ იქნება ჩვენი პარლამენტის სკამში, აი ეს დაგმო აბაშიძემ ანუ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელმა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2019 წლის ზაფხულში ანტირუსული პროვოკაციები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)