|
2020-11-26 19:40:01, 593 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც ემოციური ფონის გამო იმყოფებიან იქ
„ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც ემოციური ფონის გამო იმყოფებიან იქ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ესეთი პაციენტები არ საჭიროებენ კლინიკურ ყურადღებას. „ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია. ამითი არ უარვყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებული. ამიტომ ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)