|
2020-11-26 17:38:06, 655 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენ შევეცადეთ, რომ სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები მაქსიმალურად დაგვებალანსებინა
„ჩვენ შევეცადეთ და მაქსიმალურად დავაბალანსეთ სოციალური და ბიზნეს დახმარების პაკეტები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსება ბიზნესთან ერთად, რომელიც ხელს შეუწყობს 750-ლარიან და 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მთავრობის სოციალური დახმარებას ასევე მიიღებენ შშმ პირები, კონკრეტული ქულის ქვევით მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანები. მინისტრმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ საყოველთაოდ აპრობირებულ მექანიზმზე, როგორიცაა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება კიდევ 4 თვით, ასევე 300-ლარიანი დახმარების გაცემაზე იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიზღუდა. „ჩვენ ასევე ბანკებთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას, რომ მოხდეს ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებული პირების საბანკო სესხების გადავადება. ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ ამ კომუნიკაციაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)