|
2020-11-26 14:45:13, 524 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შეზღუდვებით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს ასეულებამდე ან ათეულებამდე დავიყვანთ
არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, დამატებითი ღონისძიებები შეამცირებს ვირუსის გავრცელების სისწრაფეს. „ეს არის საქართველოს მთავრობის ორთვიანი გეგმა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გეგმა გახლავთ პირველ რიგში დისკუსიის შედეგად მიღებული. ჩვენი მთავარი მიზანი არი ის, რომ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ორთვიანი ღონისძიებით, ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე შევამციროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)