16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 17:57:28, 866 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ახალი პროექტის „მწვანე ქალაქები“ განხორციელება იწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სასტუმრო „რადისონში“ პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაციას დაესწრო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის თანახმად ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში მთლიანად იწყება ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ( ISTBAR). პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე განხორციელდება და მას აჭარაში ლაშა ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტის მთავარი ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია ოთხი ძირითადი კომპონენტის განხორციელება: I. ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის; II. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება ქალაქ ბათუმში დაბალემისიანი ტრანსპორტის განვითარებისათვის; III. პირდაპირი კაპიტალური ინვესტიციების მხარდაჭერა ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის დანერგვისათვის; IV. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე.

25- 27 სექტემბერს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ-იორკში, მსოფლიოს ლიდერების მიერ მოხდება ახალი გლობალური დღის წესრიგის მიღება - მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ . მიღებული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლის შემდეგ. ახალი დღის წესრიგი გააერთიანებს განვითარების ურთიერთდაკავშირებულ შემადგენლებს, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზიურობა და გარემოს დაცვა. სწორედ ამ საკვანძო ელემენტებს ეფუძნება როგორც გაეროს განვითარების პროგრამის 23-წლიანი მოღვაწობას საქართველოში ზოგადად, ასევე ახალი ინიციატივა აჭარის რეგიონში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics