|
2020-11-25 15:56:56, 581 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა პიკში შევიდა, რის გამოც ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დანის პირზე უნდა ვიაროთ, რათა დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, პიკშია და აუცილებელია ღონისძიებების გამკაცრება. „ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები. ახლაც სერიოზული განსჯა იყო როგორი, რანაირი მიდგომით უნდა იყოს ეს რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს. დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებს ანუ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)