|
2020-11-25 10:40:19, 393 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით განსხვავებული იქნება და მეტი პროექტის განხორციელება შეგვეძლება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელის დედაქალაქის საკრებულოშია წარდგენილი, მისი პირველადი ვარიანტია. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის და თანადგომის შედეგად, საბოლოო ბიუჯეტი იქნება განსხვავებული და უფრო მეტი, ვიდრე მისი პირველადი ვარიანტი. „რატომღაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად ხდება ოპონენტებისგან მცდელობა, რომ ახალი ბიუჯეტის წარდგენა საკრებულოში წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, დავიღუპეთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირდება და ა.შ. ამაზე გაკეთდა განმარტებები, თუმცა მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნა, რომ ეს თანხა - 840 მილიონი ლარი, რომელიც გაიგზავნა, არის პირველადი ბიუჯეტი. ჩვენ, ყოველ წელს, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვერ შევძლებთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც გვაქვს. ამისთვის გვჭირდება ხოლმე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით იქნება განსხვავებული, უფრო მეტი და შეგვეძლება მეტი პროექტის განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და სხვა საჭიროებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა ფინანსთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. „მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება ზუსტი ოდენობა, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკრებულოში წარდგენილ პირველად ბიუჯეტთან შედარებით, ციფრი იყოს განსხვავებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ქალაქისთვის ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)