|
2020-11-24 17:16:16, 643 ნახვა
რეგიონი
ქალაქ კასპში მ. კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები გრძელდება
ქალაქ კასპში გრძელდება მ. კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია - მოასფალტების სამუშაოები. გზის სამუშაოებს, რომლის სიგრძე 850 გრძივი მეტრია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთი ათეული წლებია ისეა ამორტიზირებული, რომ გადაადგილებისთვის დისკომფორტის და საფთხის შემცველი იყო. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2021 წლის მარტში. გზის სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 336 001 ლარით ფინანსდება. გზის საგარანტიო ვადა 2 წელია ხარისხის შემოწმებას კი მერიის მიერ დაქირავებული ინსპექტირების ორგანო ახორციელებს. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს არა მარტო კომფორტულ გადაადგილებას, არამედ ქალაქში შემოსასვლელი დ. აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვასაც. #საგზაოინფრასტრუქურა2020 გაიგერაკეთდებაშენსქალაქში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)