03:36 - 22 Oct, 2026
|
2020-11-24 14:04:22, 549 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს ორ დღეში მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ორ დღეში მიიღებს. მისი თქმით, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები მკაცრი მასშტაბით გაფართოვდება. „საქართველოში აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, ხვალაც გაგრძელდება და უახლოესი ორი დღის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)