|
2020-11-24 13:50:20, 631 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმო დაამტკიცებს
"საქართველოსთვის იქნება ხელმისაწვდომი ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმო დაამტკიცებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია ჯანმოს მიერ ვაქცინის დამტკიცებამდე აწარმოონ მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან. „საქართველოსთვის იქნება ხელმისაწვდომი ის ვაქცინა, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მისცემს დასტურს. ეს იქნება ან ორქსფორდის, ან ფაიზერის, ან მოდერნას ვაქცინა. იცით, რომ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მოდერნას და ფაიზერს აქვთ ლოჯისტიკის საკმაოდ გართულებული მექანიზმები, რისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით. ყველა ვაქცინას სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კომპანიებთან ,რომ სამაცივრე დანადგარებით ქვეყანა იყოს აღჭურვილი იმიტომ, რომ, სავარაუდოდ,, ერთი ვაქცინა არ იქნება. ჩვენ გადარიცხული გვაქვს მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის. მაგრამ არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს კონკრეტულ კომპანიებთან, რაც შედარებით ძვირია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)