|
2020-11-24 11:34:40, 954 ნახვა
ომი უკრაინაში
„ბომონდი“-ს კოვიდცენტრს კორონავირუსით ინფიცირებული 6 ფეხმძიმე პაციენტი დაემატა
„ბომონდი“-ს კოვიდცენტში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ფეხმძიმე პაციენტი შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, კლინიკაში ამ დროისთვის 41 ორსული და მელოგინე მკურნალობს. „დღეის მდგომარეობით, 135 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში. სასიხარულოა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექცია 400-მა პაციენტმა დაამარცხა. დღეს კიდევ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ველოდებით. 41 ორსული და მელოგინე გვყავს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში 6 ორსული დაგვემატა სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან. კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა მძიმე პაციენტმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა. პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იყო გულზე ნაოპერაციები და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი“, - განაცხადა „ ბომონდი”-ს კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)