|
2020-11-23 23:40:29, 545 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ პასუხისმგებლობა და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ პასუხისმგებლობა და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი“, - ამის შესახევ ევროპარლამენტარებმა საერთო განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს საქართველოს მიერ არჩეულ ევროპულ გზას. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს გამოავლინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ელექტორატის დემოკრატიულ არჩევანს და მოძებნონ აუცილებელი კომპრომისი ახალი დიალოგის საშუალებით, რომლის ფასილიტატორები ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები არიან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. ყველა პოლიტიკური ძალა ახლადარჩეულ პარლამენტში ახლა უნდა მუშაობდეს კონსტრუქციულად და ამასთან გაითვალისწინოს საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)