|
2020-11-23 17:16:50, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
მთავრობამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სავაჭრო ცენტრების, მაღაზიებისა და ბაზრობის დახურვა განიხილა
მთავრობამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სავაჭრო ცენტრების, მაღაზიებისა და ბაზრობის დახურვა განიხილა. სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. „კარგი შეხვედრა იყო. საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ შეზღუდვების ამბავი. ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით. სავაჭრო ცენტრების დაკეტვა, მაღაზიების დაკეტვა, ბაზრობის დაკეტვა - ეს არის განხილვის საგანი. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - განაცხადა ერთ-ერთი სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენელმა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს. „არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები იყო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით დღეს სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)