|
2020-11-23 17:05:05, 1700 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს დამსახურებული არტისტი, გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ
საქართველოს დამსახურებული არტისტი, გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ცნობისთვის, გოგი ბერიძემ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(ჰობოი) დაამთავრა. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“, რომელიც დაამთავრა 1958 წელს(ჰობოი), ამავე წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჰობოისტი, კონცერტმაისტერი; 1975 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1992 წლიდან პროფესორი, 1990-2014წწ. ჩასაბერ საკრავთა კათედრის გამგე, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია; თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან; ის მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში. შეგახსენებთ, რომ მუსიკოს გოგი ბერიძეს კორონავირუსი 21 ოქტომბერს დაუდგინდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)