04:02 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 12:24:02, 1160 ნახვა

სამხედრო
გიორგობის დღესასწაულზე სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნები გადაეცათ

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს  ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. მინიატურული წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

გიორგობის ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში მდებარე ცოტნე (დადიანი) აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოსებმა  მინიატურული ახალი აღთქმა დასავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას და ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას დაურიგა  და მისი ტარების ტრადიციისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.  

მინიატურული ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი, მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა,  წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელწმიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics