16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 14:37:34, 584 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების პროექტების განხილვა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი საბჭოს, სამედიცინო დაწესებულებების და მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის თანახმად სამინისტროს 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტი 12 875 420 ლარი იქნება, აქედან 9 908 770 ლარი მოხმარდება პროგრამების განხორციელებას. რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას, 2015 წელთან შედარებით მომავალ წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 4 008 622 ლარით გაიზრდება, საიდანაც 3 557 929 ლარი მიმდინარე და ახალი პროგრამების განხორციელებაზე გადანაწილდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს სამინისტრო და საქვეუწყებო დაწესებულებები 11 პროგრამას და 24 ქვეპროგრამას განახორციელებენ.

პროგრამებისათვის გათვალისწინებული 9 908 770 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდება: სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება - 4 850 000 ლარი; პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა - 470 000 ლარი; სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია - 848 800ლარი; მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარება - 280 000 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, ბავშვების და ასაკით პენსიონერების უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით - 180 000 ლარი; მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა - 124 100 ლარი; ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა - 2 084 000 ლარი; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - 517 870 ლარი; დასაქმების ხეშეწყობა - 554 000 ლარი.

2016 წელს სამინისტრო გეგმავს შემდეგ სიახლეებს; საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა დაუფინანსოს: მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირებს, შშ სტატუსის მქონე ბავშვებს, ასკით პენსიონერებს და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებს (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს); ონკოლოგიური პაციენტებისათვის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით აამოქმედოს ახალი პროგრამა; 10 000 ლარით დაფინანსოს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპრაცია; გაზარდოს კარდიო ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამების ბიუჯეტი. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაუმატოს ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები; აამოქმედოს ახალი პროგრამა - „ბავშვთა ადრეული განვითარება“ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების სტიმულირებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის და განახორციელოს ახალი პროგრამა - „ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics