13:29 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 12:59:04, 701 ნახვა

ISFED საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე ლიმიტირებული იქნება - უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის მიზეზების გათვალისწინებით.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით გამართულ ნაწილში 30 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში გამარჯვება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მოიპოვა, შესაბამისად, დარჩენილი 17 მანდატის მოსაპოვებლად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზეა დანიშნული, რომლებიც უარს აცხადებენ როგორც პარლამენტში შესვლაზე, ასევე მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება ძირითადად გამოიწვია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილმა დისბალანსმა, გადასწორებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა და საუბნო კომისიის წევრების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შედგენილმა შესწორების ოქმებმა, რომლებთან დაკავშირებული საჩივრების კრიტიკულად მაღალი რაოდენობა საოლქო საარჩევნო კომისიების[1] და სასამართლოების[2] მიერ არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა. საარჩევნო ადმინისტრაციის უარმა, გადაეთვალა პრობლემური საარჩევნო უბნები, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები შედგენილი შესწორების ოქმების სანდოობასთან დაკავშირებით და გაამძაფრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics