16:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 11:53:12, 644 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლის“ გუნდი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძოლებს

26-27 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გაიმართება, სადაც „ვისოლი“ საკუთარი გუნდით იასპარეზებს „ფორმულა ალფას“ სერიაში.

შაკო ციხელაშვილი და სანდრო თავართქილაძე  წარმატებისათვის „ვისოლის“ სახელით, „ეკოს“ საწვავი პროდუქტებითა და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებით იბრძოლებენ.

გასულ კვირას კი BMW Club Georgia-მ “ვისოლთან“ ერთად რუსთავის ავტოდრომზე SEMA DRAG RACING–ს  უმასპინძლა. „ახალი ერა დრაგის ისტორიაში“ - ასე შეაფასეს პროფესიონალებმა რბოლა,  რომელიც მონაწილეების და მაყურებლის ინტერესის გასაზრდელად თავიდან ბოლომდე შეცვლილი კლასებით ჩატარდა! რბოლაზე  მაყურებლის და მონაწილეების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. 80–ზე მეტმა სწრაფმა ავტომობილმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ: ავტომომსახურების ქსელი VIANOR, ენერგეტიკული სასმელი BLU და ავტონაწილების მაღაზია PREMIX.

ახალი სისტემით მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ სამოყვარულო და PRO კლასებად იმის მიხედვით თუ რა კონფიგურაციის იყო მათი წარმოდგენილი ავტომობილი. რაც შეეხება გამარჯვებულებს:

A კლასი - 1) დავით იარღანაშვილი 2) ლევან მიქაძე

A Pro კლასი - 1) ზურა მუნჯიშვილი 2) ბესო ქვრივიშვილი 3) მიშა გიორგაძე

B კლასი - 1) შალვა მელიშვილი 2) გიგა ბერძენიშვილი 3) ჯღარკავა გიორგი

Absolute კლასი  - 1) ბონდო გოლეთიანი 2) დემეტრე თაქთაქიშვილი 3) მიხეილ მახარობლიძე

Absolute Pro კლასი - 1) გიორგი გელაშვილი 2) ბონდო გოლეთიანი 3) რევაზ აბესაძე

კვადრო კლასი - 1) ლევან ლაფაჩი 2) თორნიკე გვენეტაძე 3) ნუგზარ ბაირამოვი

კვადრო Pro კლასი - 1) გიორგი წერეთელი 2) ლევან ლაფაჩი 3) უჩა ხაჭაპურიძე

ღონისძიებაზე Gelashvili Performance-ს გუნდი „ვისოლთან“ ერთად სრული შემადგენლობით იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა კლასში. გუნდა მოახერხა და საუკეთესო დრო დააფიქსირა კერძოდ კი გიორგი გელაშვილმა BMW E46 Turbo-თი რომელიც გამოიმუშავებს 620 ცხენის ძალას საბურავზე, საკვალიფიკაციო გარბენზე დრო 11.14 წამი დააფიქსირა რაც ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელია უკანა და წინა ამძრავ ავტომობილებში.

„ვისოლ ჯგუფი“ საავტომობილო სპორტის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics