|
2015-09-25 10:31:26, 706 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი - 1988 წელს დაბადებული გიორგი თ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ც, 1990 წელს დაბადებული ლევან ჭ, 1993 წელს დაბადებული ლევან დ. და 1986 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი თ, გიორგი ც. და ლევან ჭ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, წულუკიძის ქუჩის მეორე შესახვევის N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და 38 500 ლარი მოიპარეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ, გიორგი ც. და ლევან ჭ. აღნიშნული აპარატიდან „აჭარაბეთის“ არავერიფიცირებულ ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხებს რიცხავდნენ, ლევან დ. და ირაკლი კ. კი ამ ანგარიშიდან ჩარიცხული თანხების გადათამაშებას ახდენდნენ „აჭარაბეთის“ ვერიფიცირებულ ანგარიშზე, რომელიც თავიანთი დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ჰქონდათ შექმნილი. ბრალდებულებს გადათამაშებული თანხა „აჭარაბეთის“ ვერიფიცირებული ანგარიშიდან გამოქონდათ, გამოტანილ თანხას კვლავ იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავდნენ და დანაშაულებრივ საქმიანობას აგრძელებდნენ. როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატში გარკვეული თანხა დაგროვდა, გიორგი თ-მ, გიორგი ც-მ და ლევან ჭ-მ გატეხეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა სრულად ამოიღეს. ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)