03:09 - 22 Oct, 2026
|
2020-11-19 11:51:36, 867 ნახვა
რეგიონი
ლანჩხუთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 2 ადამიანი
ლანჩხუთში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. „მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. შემთხვევას მოჰყვა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაზიანებულია მხოლოდ ის კონკრეტული სახლი, სადაც მოხდა აფეთქება. შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის, დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)