|
2020-11-18 23:35:51, 763 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა ოპოზიციაზე - ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო
„ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს შორის გაგრძელდება. „ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ცალკე რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ოპოზიციამ და ცხადია, ერთის მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული, საერთაშორისო მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება კონსოლიდირებული ხედვა და მეორე მხრივ, ისე გამოვიდა, რომ ვლაპარაკობდით კოალიციაზე, მაგრამ წინასაარჩევნოდ ერთმანეთი დავხოცეთ. და ახლა არჩევნები დამთავრდა და ისევ გვიწევს კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმა ისიც დაგვანახა, რომ მეტი თანამშრომლობა არის საჭირო, მათ შორის ბლოკებიც წარმოიქმნება და იქნება თანამშრომლობის რეჟიმი ისეთი, რომ მომავალ კოალიციურ მუშაობას ჭირდება“, - განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)