19:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 17:20:58, 647 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში

„ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვისთვისაც წამსვლელი სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, ის რუსული გავლენის აგენტია.

„იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენს რეგიონშია სახელმწიფო მდივანმა მონახა დრო, რომ ჩამოვიდა და 45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ვინც ამბობს, რომ წამსვლელი სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, როგორც წესი ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები.

ის ფაქტი, რომ ელჩი რიკელი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროკავშირს შესანიშნავად ესმის რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი ვიპოვოთ.

ყურადღებით მოისმინეს ის რაც ჩვენ ვუთხარით, ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებზე, ფაქტებით როგორ უმზგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმების და ის ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ კრიზისიდან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics