|
2020-11-18 14:00:43, 700 ნახვა
კომენტარი
ნინო ევგენიძე - მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანაკლიის პორტის საკითხზეც. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა. „რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული იმიტომ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ქვეყანაში ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა ამ ქვეყანაში", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)