00:22 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 19:13:46, 579 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ფოლკერ ვიკერი იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელი სტუმრები დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

 ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და  ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები  განიხილეს. ისაუბრეს სამხედრო განათლების კუთხითა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული მიმართულებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

 გერმანელმა კოლეგამ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, მიუსამძიმრა და მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. გენერალმა ვიკერმა, ასევე განაცხადა, რომ გერმანული მხარე მზადაა საქართველოსთან, გერმანიის მეგობარ ქვეყანასთან, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

„შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა იყო ჩვენი მომავალი გეგმები, ურთიერთობის განვითარება. როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში ჩვენი დანაყოფი  მისიას გერმანელ კონტინგენტთან ერთად ასრულებს. საკმაოდ კარგი გეგმები გვაქვს დასახული, გვაქვს სურვილი და ნება, როგორც ქართულ, ასევე გერმანულ მხარეს, რომ  ეს გეგმები განვახორციელოთ. ველოდებით, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან დატვირთული ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, გერმანული მხარე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე განვითარების მხრივ“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

შეხევდრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და არსებითი პაკეტის განხორციელებაში გერმანული მხარის ჩართულობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის ახალ გამოწვევებზე.

თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე  და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოგვიანებით, გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ქართველ კოლეგასთან ერთად  გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.  მან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics