|
2020-11-17 23:35:23, 614 ნახვა
კომენტარი
ბოკერია პომპეოს ჩამოსვლაზე - საინტერესოა, ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს საზოგადოებას
„საინტერესოა, ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს საზოგადოებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ერთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი განწირულია, თუმცა ეს ფაქტი ქვეყანას ნაკლებ ფასად უნდა დაუჯდეს. „ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს ქართულ საზოგადოებას და თავისუფალ სამყაროს... ამ შემთხვევაში წინა სტუმარს, მამუკა ხაზარაძეს უნდა დავეთანხმო – ანალოგია მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ სწორია გახსენება როგორ იქცეოდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, გახსოვთ ხო თავის კლოუნების ერთი პლეადა გაგზავნა, დაპირდნენ, შემდეგ გადაგდება სცადა. ანუ ამ რეზინას წელავს. გარისკა. ოღონდ შეიძლება გაუწყდეს ეს რეზინა, ეს მოუვიდა იანუკოვიჩს. ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს როგორც მისთვის პერსონალურად, ასევე, ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ესე მოხდეს, იმიტომ რომ, ქვეყნისთვის ეს ძალიან სარისკოა. ეხლაც შეიძლება გაწელოს ეს რეზინა და ამიტომ თქვენ, რომ მკითხეთ რა მოლოდინი გაქვთო?– მე ის კი არ მითქვამს, რომ მოლოდინები არა მაქ, ამოცანები უნდა გვქონდეს. და დიახ თუ მაინცდამაინც პროგნოზზეა ლაპარაკი მე მგონია, რომ ივანიშვილი განწირულია. ოღონდ მისი განწირულობა ჩვენ უნდა დაგვიჯდეს ნაკლებ ფასად, საკმარისი ფასი გადაიხადა ამ ქვეყანამ ივანიშვილის მავნებლობის შედეგად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)