|
2015-09-24 18:05:59, 369 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე: მიმაჩნია უმრავლესობის ლიდერი აუცილებლად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი უნდა იყოს
„მიმაჩნია, რომ უმრავლესობის ლიდერი აუცილებლად ფრაქცია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ურმავლესობის მოქმედმა წევრმა დავით საგანელიძემ მის შემცვლელთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხს მომდევნო კვირის სასესიო სხდომაზე გაიტანს, ხუთშაბათს კი, მის შემცვლელზე იმსჯელებს. „საპროცედურო კომიტეტს მიეწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. მომდევნო კვირის სამშაბათს ალბათ კომიტეტზე განიხილავენ, ოთხშაბათს კი, სასესიო სხდომის დროს დადგება ჩემთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხი. უმრავლესობის ლიდერი შესაძლოა გია ვოლსკი გახდეს, ზვიად კვაჭანტირაძეც, ისევე როგორც სხვები. ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება. როცა, უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე უკვე უმრავლესობის წევრი აღარ ვიქნები. ასე, რომ მე ყველაზე ნაკლებად მეკითხება ახლა ეს თემა. მანამდე, კი ჩემთან რა თქმა უნდა კონსულტაცია იყო“, - აღნიშნა საგანელიძემ. საგანელიძეს მიაჩნია, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად „ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს. რადგან, დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული ფრაქცია ყველაზე დიდია, თუმცა, მისივე თქმით სხვა ფრაქციებსაც ჰყავთ ღირსეული წარმომადგენლები. „მიმაჩნია, უმრავლესობის ლიდერი აუცილებლად უნდა იყოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. რადგან ყველაზე დიდი ფრაქციაა და სამართლიანი იქნება, ამ ფრაქციის წევრი იყოს უმრავლესობის ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღირსეული პარლამენტარი, ნამდვილად გამოცდილი და ნამდვილად ძლიერი პიროვნებები არიან სხვა ფრაქციებშიც“, - განაცხადა დავით საგანელიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად წარადგინა. საგანელიძის თქმით, ახალ სტრუქტურაში საქმიანობას სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან დაიწყებს.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)