|
2015-09-24 15:00:29, 812 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ არასრულწლოვნისთვის გვჭირდება და გვაქვს ორმაგი დაცულობა. არაერთი გოგონა, სანამ მიაღწევს 16, 17, 18 წლის ასაკს, ხდება მეუღლე, რაც კანონით არის აკრძალული. ჩვენ გვინდა ეს ნორმა იყოს უფრო მკაცრი და ამაზე ვსჯელობთ. ეს არის სისხლის სამართლის წესით გოგოების დაცულობის გარანტია, იმისათვის, რომ მას ქონდეს განვითარების უფლება და როდესაც სრულწლოვანი გახდება, რა თქმა უნდა ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ ეს თავად გადაწყვიტოს“, - აღნიშნა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, არასრულწლოვანზე ძალადობის გამოაშკარავების და შემდეგ გამოძიების მექანიზმები უნდა დაიხვეწოს. „რაც შეეხება გოგონების დაცულობისთვის სხვა მექანიზმებს, ჩვენ შარშანწინ ქალთა უფლებების შესახებ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ევროპულ კონვნციას მოვაწერეთ ხელი და უკვე წელს პარლამენტის მიერ რატიფიკაცია მოხდება. სწორედ ამ რატიფიკაციის პროცესში ჩვენ შემოვიტანთ ისეთ ცვლილებებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ადვილს გახდის გამოაშკარაოს ის ადამიანები, ვინც ან აიძულებს არასრულწლოვან გოგონას, რომ ქორწინებაში შევიდეს უკანონოდ მასზე ბევრად ასაკოვან ან თუნდაც 18,19 წლის მამაკაცთან, მაგრამ, ეს არის აკრძალული რადგან გოგონა არ არის სრულწოვანი. გამოაშკარავების და შემდეგ გამოძიების მექანიზმები უნდა დაიხვეწოს. დღეს, ღიად გეტყვით როგორ ხდება ხოლმე გამოვლენა, რომ სრულწლოვანი მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე ოფიციალურად ვერ დაქორწინდა, რადგან კანონი ამას კრძალავს. არც ერთი იუსტიციის სახლი ასეთ ქორწინებას არ აფორმებს. მაგრამ, დე ფაქტომ, ასეთი ქორწინება შედგება ხოლმე, შემდეგ ჩნდება ბავშვი და ბავშვის დარეგისტრირებისას, როდესაც მოდიან იუსტიციის სახლებში, ვლინდება, რომ მამაკაცმა არასრულწლოვან გოგონასთან იქონია სქესობრივი კავშირი. ამ გამოვლენილ ფაქტებს სამართალდამცავი ორგანოები უფრო მეტი სიმკაცრით უნდა მოეპყრან, რადგან იუსტიციის სახლები ამგვარ ფაქტებს აგზავნიან შესაბამის ორგანოებში და ჩვენ უნდა დავხვეწოთ მექანიზმი, რომ პასუხი იყოს უმკაცრესი. რადგან ყველა არასრულწლოვანს, გოგონა არის თუ ბიჭი, პირველ რიგში აქვს განვითარების უფლება და შემდეგ სრულწლოვნობისას თავისი ბედის თავისუფლად გადაწყვეტის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)