|
2020-11-12 16:03:25, 1787 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები თურქი ცოლ-ქმარი არიან
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-მა რეკორდულ დროში, 9 თვეში შექმა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც სპეციალისტების განცხადებით 90%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. აღნიშნული წარმატების უკან დგას ორი გერმანელი, წარმოშობით თურქი მეციერი მეცნიერი, უგურ შაჰინი და მისი მეუღლე ოზლემ ტიურედჟი. შაჰინი საუნივერსიტეტო მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი და ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის გენერალური დირექტორია. ტიურედჟი - მთავარი გამომძიებელი, კლინიკური სამუშაოების გამომძიებელია. აქამდე, მათი სამეცნიერო ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო კიბოზე, თუმცა პანდემიის დაწყებიდა კომპანიამ დაიწყო კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება Lightspeed-ის პროექტის სწრაფი წამოწყებით. ვაქცინა უკვე გადის მასშტაბურ გამოკვლევებს: „მნიშველოვანია, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გატესტვა მოვახდინოთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე, სხვადასხვა რეგიონებიდან“, - განაცხადა შაჰინმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)