21:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 13:46:13, 451 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე: ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა და იგი შეტანილია მომავალი წლის ბიუჯეტის საკომპენსაციო პაკეტებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დახმარების აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს, ამავე დროს, როგორც მიმდინარე წელს, ჩადებულია მექანიზმი,  რომ ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და ამ შემთხვევაში მათი კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.

„პროგრამა დაიწყო ნოემბრიდან და ჯამში ფარავს ოთხ თვეს: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს პროგრამა იქნება საკომპენსაციო პაკეტებში“, - აღნიშნა მან.

სხვა სოციალურ და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას.

„ამჟამად, ვმუშაობთ დახმარების მეოთხე ფაზაზე. როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელსაც საკმაოდ ფრთხილად და ღრმა ანალიზის შედეგად ვიღებდით გადაწყვეტილებებს თუ რა პროგრამა უნდა შემოგვეღო, რადგან რესურსებიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიუჯეტისთვის. შეგიძლიათ გადახედოთ და გაიხსენოთ, რა მოცულობის თანხებზე იყო ჯამში საუბარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნობრიობა და მინიმალური დანაკარგი. ალბათ,  არც ერთ ქვეყანაში არ არის პროგრამა, რაღაც ტიპის დანაკარგი რომ არ ახლდეს.  შესაბამისად, ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილება და არსებული პაკეტებიდან  შევარჩევთ ისეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავა. ამ პაკეტებს განახლებულ ბიუჯეტში უახლოეს მომავალში იხილავთ. პრაქტიკულად, გვაქვს მონახაზი, თუმცა ბოლო მომენტანდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას რომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics