|
2020-11-12 13:32:42, 615 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით უფრო მეტი სასტუმრო ისარგებლებს
„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ცვლილებები შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. მინისტრის განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო სასტუმრო შეძლებს ისარგებლოს ამ პროგრამით. „მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ამ შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ უკვე ისარგებლა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)