|
2020-11-12 13:11:22, 517 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ გადამუშავებული დოკუმენტი პარლამენტში 30 ნოემბრამდე შევა. „როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვვარაუდობდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, თუმცა პროგნოზი ჩამოვწიეთ 4.3 პროცენტზე, რაც უკავშირდება გამწვავებულ პანდემიურ ფონს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ, რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე, ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რითაც ხასიათდებოდა 2020 წელიც. აქ შედის როგორც კარანტინის ისე მკურნალობისა და ტესტირების და რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ შევა ვაქცინის ხარჯები, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული და განახლებული ბიუჯეტით პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვდგებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)