|
2020-11-11 17:02:16, 905 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში საკალმახე მეურნეობების მეპატრონეებთან შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკალმახე მეურნეობების მეპატრონეებთან, დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია - ,,ფორეჯის“ წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე განიიხილეს მეთევზეობის განვითარების პოტენციალი ქედის მუნიციპალიტეტში, არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ,,თევზმოშენებას ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პერსპექტივა აქვს. დარგის განვითარებისთვის უპირველესად აუცილებელია სიღრმისეული კვლევა და ანალიზზე დაფუძნებული ნაბიჯები. უდედისი როლი აქვს ,,ფორეჯს“ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში, როგორც იცით ფუნქციონირებს კალმახის საინკუბაციო საამქრო და ამ მიმართულებით ძალიან დიდ შრომას სწევს ასოციაცია. ქედას აქვს ნამდვილად დიდი პოტენციალი გახდეს მეთევზეობის განვითარების კუთხით საგანმანათლებლო ცნეტრი რეგიონში“ - აღნიშნა შეხვედრისას მინისტრმა. მხარეები არსებული პრობლემის მოგვარების ერთობლივ ძალისხმევაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)