|
2015-09-24 12:43:21, 395 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მოქალაქეების გადაადგილებას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ გვაქვს ინტერესი, რომ მოსახლეობა არ მცირდებოდეს
„გლობალიზაციის ეპოქაში საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ გვაქვს იმის ინტერესი, რომ მოსახლეობა არ მცირდებოდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მიმდინარეობს შეხვედრა „მიგრაციული პროცესები საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები, შესაძლებლობები“. უსუფაშვილის თქმით, ბოლოს 20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მილიონ ნახევარზე მეტით შემცირდა, რასაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა. „საქართველოსთვის, რომელიც მოსახლეობის მცირე ქვეყნებს მიეკუთვნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც ქვეყნიდან გადიან, სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, შემდგომ ბრუნდებიან, ან ზოგჯერ მალე აღარ ბრუნდებიან. ამასობაში საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მმართვლეობს თავის მოქალაქეს, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი თემები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას ტოვებენ. ამასობაში, ჩვენ, გლობალიზაციის ეპოქაში არ და ვერ შევუშვლით ხელს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ იმის ინტერესი გვაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი მაცხოვრებელი აღარ ცხოვრობს საქართველოში. ეს ისეთი ციფრებია, რომელსაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა სჭირდება. დღეს გვექნება ამ თემებზე მსჯელობა, მათ შორის მოქალაქეობის საკითხებზე, რადგან ჩვენ, არამგონია დაინტერესებული უდნა ვიყოთ იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება მალე კარგავდნენ მოქალაქეობას, როდესაც ისინი ქვეყანას ტოვებენ. ამასობაში არის სხვა ტიპის საკითხები, რომლებმაც მიგვიყვანა იმ რეჯიმამდე, რაც დღეს კონსტიტუციით არის დადგენილი, მაგრამ შესაძლოა ეს რეჟიმი გადასახედი იყოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის პროფილური კომიტეტების შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების, საქართველოს საპატრიარქოს, ქართული ემიგრაციის, აკადემიური და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლები.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)