|
2020-11-11 11:17:12, 998 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ხიდურელი - Site Selection Magazine არის ზუსტად ის სივრცე სადაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები ეცნობიან ქვეყნის საინვესტიციო პროფილებს
„Site Selection Magazine არის ზუსტად ის სივრცე სადაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები ეცნობიან ქვეყნის საინვესტიციო პროფილებს და მოხარული ვართ, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სწორედ ასეთმა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ მიიქცია ყურადღება“, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. „საქართველო - ქვეყანა უდიდეს ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა წამყვანმა გამოცემამ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. მისი თქმით, ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტურები, რომლის ფარგლებშიც ისინი ხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და გაიგონ მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ. „წელს ორჯერ ვუმასპინძლეთ საინვესტიციო კონსულტანტებს, სხვადასხვა საერთაშორისო, პრესტიჟული კომპანიებიდან. მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს და სააგენტო მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს," - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა. საქართველოს შესახებ საინვესტიციო პროფილი მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ამერიკული გამოცემის სტატიას სრულად შეგიძლიათ, გაეცნოთ: https://bit.ly/3ljqdYH
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)