|
2020-11-11 10:52:32, 482 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი: იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ
ციტრუსის მოსავლის აღებისა და დაბინავების საორგანიზაციო საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად განიხილა. წელს აჭარაში მაღალი ხარისხის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს; აქედან 50% ექსპორტზე გავა. „დღევანდელ სამუშაო შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათი ჰქონდა; შესაბამისად, განვიხილეთ ყველა სტრატეგიული მიმართულება, თუმცა, ძირითადი ციტრუსის რთველი იყო. ბოლო წლების ანალოგიურად, წელსაც იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. კოორდინირებულად მოხდება არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ნარინჯისფერი რთველი წელსაც ორგანიზებულად ჩაივლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აღნიშნა, 2020 წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია. მინისტრის განცხადებით, წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან, რაზეც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტით სუბსიდირება არის გათვალისწინებული. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ჩაიბარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)