|
2020-11-10 17:52:07, 673 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - გრიგოლ ვაშაძის განმარტება სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან
სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. მისი თქმით, ოპოზიცია არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ სიყალბეში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი პარლამენტს უწოდებს. „ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. იმ საზოგადოების, რომელმაც ხმა მისცა და გაუყალბეს არჩევნები. პოლიტიკური ოპოზიცია არ უნდა შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ სიყალბეში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი გვაჩეჩებს როგორც პარლამენტს. ამიტომ, ეს ჩვეულებრივია. ჩვენ ვიხილეთ ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ. მოგვიანებით კი საკუთარ განცხადება დამატებით განმარტა და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)