|
2020-11-10 17:24:19, 669 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია ვაშაძის განცხადებაზე - ადამიანურად გული დამწყვიტა
ადამიანურადაც გული დამწყვიტა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. მისი თქმით, ვაშაძემ განცხადება პარტიასთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა, რაც ძალიან სამწუხაროა. „როდესაც რაღაც განცხადება კეთდება, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, არ არის ეს განცხადება საუკეთესო. არავინ არ ვიყავით საქმის კურსში ამასთან ერთად. მაგრამ ის გეგმები, ის მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს და ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმომადგენლები ამ საზოგადოების, არის არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში. ეს განცხადება გაუგებარია, მით უფრო, როცა არსებობს პარტიაში პრესსამსახური და მისი გვერდის ავლით ბატონ გრიგოლს არასდროს განცხადება არ გაუკეთებია. ადამიანურად გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, რის წინაშე დგას ქვეყანა“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ. მოგვიანებით კი საკუთარ განცხადება დამატებით განმარტა და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)